ისინი ბედისწერამ დააკავშირა. ერთად ძალიან უცნაური, მაგრამ ჰარმონიული წყვილია. ორივე საშინელი მატყუარაა და რომ არა ერთი გარემოება, მათ საქციელს ძალიან მკაცრად შეაფასებდნენ - ისინი ხომ ბავშვები არიან. ბავშვები, რომლებმაც ერთი ორიგინალური თამაში მოიგონეს "გაბედავ - ვერ გაბედავ". გადიოდა წლები, ისინი იზრდებოდნენ და თამაშიც მათთან ერთად იზრდებოდა. ცხოვრობდნენ და ხალისობდნენ, ერთმანეთი მართლა უყვარდათ, მაგრამ... ოხ, ეს თამაში!